ლევან ვარშალომიძე საქართველოში ჩამოვიდა და მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

09 დეკემბერი 2021, 16:11 1610 ნახვა

აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური მესამე პრეზიდენტს შეხვდა.

ლევან ვარშალომიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალი ცოტა ხნის წინ დატოვა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხორციელდება პოლიტიკური მართლმსაჯულება და იგი ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია.

მისივე განცხადებით, სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს, თუმცა მხნედაა.

"მიხეილ სააკაშვილს მე ვიცნობ 30 წელია. მე ვიცი მისი ენერგია. ის დღეს სულ სხვა ადამიანია. სისუსტე, ფაქტიურად მოძრაობის არარსებობა, ძირითადად ზის, მაგრამ რაც მთავარია მხნედაა. ის იბრძოლებს თავისი და ქვეყნის გამარჯვებისთვის.

როგორც მეგობარი მინდოდა მისი ნახვა, ვისაუბრეთ ბევრ თემაზე. 

მე უკრაინიდან ჩამოვედი და როცა იქ ხარ უფრო მეტად ხვდები რამდენად ბევრი ადამიანი განიცდის მის მდგომარეობას...

ყველა თავხმდებით იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიდის პოლიტიკური მართლმსაჯულება. ის არის ივანიშვილის პირადი პატიმარი. გამოსავალი არის ხალხი. მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის რამეს თუ აკეთებდა, აკეთებდა ხალხთან ერთად. 

მე დარწმუნებული ვარ საქართველოს მოსახლეობა ამას გაიგებს და ეს მიტინგი იქნება თუ კონკრეტული ქმედებები ეს ყოველთვის იქნება, რადგან ქვეყანას სჭირდება განვითარება."-განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი