„შენი იდეა ბათუმს“ - პროექტის გამარჯვებულები ცნობილია. ხმის მიცემის პროცესი ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა ერთის ნაცვლად მერიის გადაწყვეტილებით წელს 8 იდეა, ანუ ამდენივე პროექტი დაფინანსდება.
შესაბამისად ზღვისპირა ქალაქში ახალი პროექტები განხორციელდება, თუმცა ეს მას შემდეგ, როცა ბიუჯეტში ცვლილებები შევა და გადაწყვეტილებას წარმომადგენლობითი ორგანოც დაუჭერს მხარს.
„შენი იდეა ბათუმს“ მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტია, რომელიც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს განკარგონ ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები.