კურორტ გოდერძიზე მოვაჭრეების ჯიხურების დემონტაჟი მოახდინეს

08 დეკემბერი 2021, 16:24 2382 ნახვა

კურორტ გოდერძიზე, მოვაჭრეების ჯიხურების დემონტაჟი განახორციელეს.

ადგილობრივების განცხადებით, კურორტზე 6 ჯიხური გუშინ გვიან ღამით დაშალეს.

მოსახლეობა მომხდარში ხულოს ახალ მერს ადანაშაულებს და ამბობს, რომ ისინი აღნიშნული ჯიხურებით ოჯახებს არჩენდნენ.

ხულოს მერის პირველი მოადგილის განცხადებით, აღნიშნული ჯიხურები სახელმწიფოს ტერიტორიაზე იყო განთავსებული.

ნადიმ ვასაძის განმარტებით, მათ არაერთხელ შესთავაზეს, გადასულიყვნენ ალტერნატიულ ფართში, მაგრამ ნაწილი არ დათანხმდა.

მისივე განცხადებით, იმ ადგილზე ვაჭრობა იყო საფრთხისშემცვლელი. ირწმუნება, რომ დემონტაჟსა და ადგილმონაცვლეობის ძირითადი მიზეზიც ეს იყო.

"ჯიხურები განთავსებული იყო სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ჩვენი მხრიდან იყო არაერთხელ შეთავაზება გადასულიყვნენ სხვა შეთავაზებულ ფართში. თუმცა მხოლოდ ნაწილი გადავიდა. მუნიციპალიტეტმა დემონტაჟი მოახდინა ერთი ჯიხურის. ეს ჯიხურები განთავსებული იყო სათხილამურო, ანუ სასრიალო ნაწილზე რაც საფრთხეს უქმნიდა მოთხილამურეთა უსაფრთხო გადაადგილებას იმ ადგილზე ვაჭრობა იყო საფრთხისშემცვლელი, ზემოდან ჩამოსული მოთხილამურე შესაძლოა დაჯახებოდა.

ვინც გადავიდნენ იმათაც ჰქონდათ პრეტენზია, რომ ჩვენ თუ გადავედით ისინიც გადმოიყვანეთ და ერთიან სივრცეში იქნება მომსახურების გაწევაო.

შეთავაზებული ფართი არის კურორტის მიმდებარედ. გადავიდნენ მეტად უსაფრთხო ადგილზე, სადაც ისინი ერთიან მომსახურებას გაუწევენ დამსვენებლებს.

პროექტის მიხედვით და გენერალური გეგმის მიხედვით, სადაც ეს ჯიხურები იყო არის სასრიალო მოედანი და იქ მათი ყოფნა იყო საფრთხის შემცვლელი. ძირითადი მიზეზი დემონტაჟის და მათი სხვა ადგილას გადაყვანის სწორედ ეს იყო.

ეს ჯიხურები წლების განმავლობაში მათ თვითნებურად ჩადგეს და აქამდეც არაერთხელ შევთავაზეთ გადასვლა. წინა წლებში მათ ქონდათ უფლება რომ ემუშავათ, მაგრამ ახლა გამოიძებნა ალტერნატიული ფართი და მოხდა მათი გადაყვანა,"-განაცხადა ნადიმ ვასაძემ.

 

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი