მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, აქცია მიმდინარეობს

08 დეკემბერი 2021, 14:44 1107 ნახვა

სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ორბელიანების სასახლესთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილი პლატფორმის და ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრები შეიკრიბნენ.

ისინი აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილს შანსი აქვს, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება შეცვალოს და მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს.

"პრეზიდენტს შესწევს უნარი მიიღოს რაციონალური და მართებული გადაწყვეტილება, დაიხსნას საქართველოს მესამე პრეზიდენტი ტყვეობიდან, წამებიდან,  გადაწყვეტილება მისაღებია"- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის ორგანიზატორმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა მიხეილ სააკაშვილის მიმართვა წაიკითხა, სადაც მან საყოველთაო პოლიტიკურ ამნისტიაზე ისაუბრა.

"არანაირი თანამდებობის სურვილი არ მამოძრავებს. თუ ვინმეს დასჭირდება ჩემი რჩევა და გამოცდილება სიამოვნებით გავუზიარებ გარდამავალ, კოალიციურ საქართველის ხელისუფლებას როგორც ვუზიარებდი მთელი ეს წლები უკრაინის, ალბანეთის ან შუააზიის მთავრობებს. უნდა მოვიდეს ლიდერების სრულიად ახალი თაობა, მე დავკავდები ინვესტიციის მოზიდვებით ლაზიკაში და განათლებაში, უფრო თავისუფალი და მობილიზებული, ვიდრე ვიყავით...

ჩვენ, ჩემი მოკრძალებული აზრით, უნდა ვისაუბროთ თავისუფლებაზე, თავისუფალ არჩევნებზე, თავისუფალ სასამართლოზე, თავისუფალ პროკურატურაზე, თავისუფალ მედიაზე და ზოგადად, ძალადობისგან თავისუფლებაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხუთი შეთავაზება შეთავსებადია ქვეყნის სწრაფ მოდერნიზაციასთან და ეკონომიკის განვითარებასთან, არამედ ხელს უწყობს მათ.

როგორ მივაღწიოთ ამ ყველაფერს — ჩვენ გვჭირდება, პირველ რიგში, საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია და მრგვალი მაგიდა ხელისუფლების გადანაწილებაზე და არჩევნებამდე მისვლაზე", — აღნიშნულია წერილში.

აქციის მონაწილეები პრეზიდენტს შეხვედრისთვის ვადას 15.00 საათამდე აძლევენ.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი