ჟენევის დისკუსიების 38-ე რაუნდი

13 დეკემბერი 2016, 00:00 2924 ნახვა

ჟენევაში დღეს და ხვალ საერთაშორისო დისკუსიების, მორიგი - 38-ე რაუნდი გაიმართება. მეორე სამუშაო ჯგუფში ქართული მხარე დააყენებს გამყოფ ხაზებზე მოქალაქეების უკანონო დაკავებების, გადაადგილების თავისუფლების, მათ შორის მოსწავლეების გადაადგილების საკითხს, გალის რაიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვის საკითხებს, ასევე ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მთავარ - დევნილების დაბრუნების თემას. ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე უხელმძღვანელებს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი