საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა - გიორგი ღიბრაძე

07 დეკემბერი 2021, 11:51 1190 ნახვა

გიორგი ღიბრაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრებს შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა საკითხზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. 

''საბჭოზე რაც მოხდა მოგახსენეთ, განვიხილეთ სხავადასხვა საკითხები. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. იყო ჩვეულებრივი მსჯელობა და საკითხების განხილვა, როგორც ხდება ხოლმე,“- თქვა გიორგი ღიბრაძემ.

აღნიშნული კომენტარის შემდეგ კი დარბაზიდან გავიდა და დამატებით კითხვებს აღარ უპასუხა. 

ბრიფინგზე კომენტარი არ გაუკეთებიათ საბჭოს სხვა წევრებს.

არსებული ინფორმაციით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დღეს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სხდომა დატოვეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი