დავა ისტორიაზე

06 დეკემბერი 2021, 19:20 1288 ნახვა

დღის ერთ-ერთ მთავარი თემა ქვეყანაში მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში შესული თემატიკაა. იმას, რასაც ოპოზიცია პროპაგანდას უწოდებს, განათლების სამინისტრო განმარტავს, რომ გრიფირებულ სახელმძღვანელოებში საქართველოს უახლესი ისტორიის წლები მიმოხილულია. მათ შორის არის მეორე პრეზიდენტის მმართველობის პერიოდი, დასავლური კურსის არჩევა, ასევე, ვარდების რევოლუციის გზით ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება და მესამე პრეზიდენტის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფაქტები. წიგნებში ასევე აღწერილია 2008 წლის ომი და დასავლეთის მხრიდან დიპლომატიური ზეწოლა რუსეთზე. ორივე წიგნში ასევე ერთი აბზაცი ეთმობა 2012 წელს არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას, რა დროსაც პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ნაცვლად მმართველობაში "ქართული ოცნება" მოვიდა. ოპოზიცია კი პარალელს „საბჭოთა კავშირთან“ ავლებს. ასევე ხაზს უსვამენ ნარატივს იმის თაობაზე, რომ ომი საქართველომ დაიწყო. სახელისუფლებო პარტიაში კი ფიქრობენ, რომ ჩანაწერი არ იძლევა იმგვარი ინტერპრეტირების საშუალებას, თითქოს 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი