ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის გუნდი მსოფლიო საგუნდო კონკურსის გამარჯვებულია. ბელგიაში გამართულ მე-12 მსოფლიო საგუნდო კონკურსში სხვადასხვა ქვეყნის 300 - მდე შემოქმედებითი ჯგუფი მონაწილეობდა. კონკურსი სამი ნაწარმოების გადაბმით შესრულებას ითვალისწინებდა. პროგრამის შესაბამისად რევაზ ლაღიძის სახელობის გუნდმა კონკურსზე ბრაიან ლევისის ‘’ბენედიქტუსი’’, მინდია ხითარიშვილის ‘’ლოცვა’’ და ნოდარ ფაღავას ‘’ხორუმი’’ წარადგინა.
ლაღიძის გუნდიდან პროექტზე გუნდის პროდუსერმა ნიკა გრიგოლიამ იმუშავა, მისი თქმით პროექტზე მუშაობა საიტერესო და ამავე დროს გამოწვევებით სავსე იყო - "ჩვენთვის ორმაგად საამაყოა, რომ საქართველო პირველად ჩვენმა გუნდმა წარადგინა საერთაშორისო ასპარეზზე და საუკეთესო შეფასება დაიმსახურა".