ზემო სვანეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ჩაკეტილია - კლდის მასა ჩამოიშალა 

06 დეკემბერი 2021, 15:50 1280 ნახვა

ხაიშის თემის სოფელ ბარჯაშთან კლდის მასა ჩამოინგრა, რამაც ზემო სვანეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ჩაკეტა.

კლდის ჩამონგრევის გამო, გზაზე მოძრაობა შეზღუდულია.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, ადგილზე მუშაობს ტექნიკა, თუმცა ჩამონგრეული კლდის მასა იმდენად დიდია, რომ შესაძლოა, ქვის ლოდების აფეთქების აუცილებლობა დადგეს. კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

რაც შეეხება გზის გახსნას, მერია ვარაუდობს, რომ სამუშაოები ხვალ დასრულდება.

''ალბათ აფეთქებითი სამუშაობიც ჩატარდება. მარტო ტექნიკის გამოყენებით ლოდები ვერ გადაიყრება. ამ ეტაპზე ორივე მიმართულებით ტექნიკა მუშაობს, ველოდებით ქუთაისიდან და მესტიიდან დამატებით ძალას. ხვალ უნდა გაიხსნას, ყველაფერი დამოკიდებულია როგორ აფეთქდება ეს ლოდები'' - განაცხადა მერმა.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი