ისევ უთანხმოება და დავა საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ოპოზიცია და მმართველი პარტია ისევ ულტიმატუმებისა და საკუთარი პირობების წამოყენების რეჟიმში არიან.
ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, საკონსტიტუციო ცვლილებებზე უარი თქვას და ისრები 2024 წლისთვის გადაიტანოს.
კონსულტაციების განახლებისთვის კი მთავარი პირობა ოპოზიციური სპექტრის სრული ჩართულობაა - ასეთია სახელისუფლებო პარტიის პოზიცია.