გერმანიაში თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ სოციალ-დემოკრატებთან და მწვანეებთან კოალიციური შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირა.
ბერლინში გამართულ კონფერენციაზე თავისუფალმა დემოკრატების 92,4%-მა მხარი დაუჭირა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც პარტიის ლიდერი კრისტიან ლინდნერი ოლაფ შოლცის მთავრობაში ფინანსთა მინისტრი გახდება. სოციალ-დემოკრატებმა კოალიციური შეთანხმება შაბათს დაამტკიცეს.
პარტიულმა კონფერენციამ ხმების 98,8%-ით დაამტკიცა დოკუმენტი, რომელითაც შოლცი კანცლერის პოსტზე ანგელა მერკელს შეცვლის.