6 დეკემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 89 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 44 808 საიდანაც: 6 455 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 534. მძიმე პაციენტია 104, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 39 პირი.
1 121 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 682 - თბილისში, 257 - აჭარაში.
37 232 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 36 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 35, ხოლო აჭარაში - 1.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 41 509 ადამიანი.