საქართველოში კორონავირუსის 1 778 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 63 პაციენტი

06 დეკემბერი 2021, 10:41 943 ნახვა

6 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 778 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 63 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3234 პირი.

გუშინ საქართველოში 25 855 ტესტი ჩატარდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.88%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.56% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.13%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 778 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 924 შემთხვევა, აჭარა - 89, იმერეთი - 270, ქვემო ქართლი - 130, შიდა ქართლი - 83, გურია - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 119, კახეთი - 66, მცხეთა-მთიანეთი - 36, სამცხე-ჯავახეთი - 27, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 44 808 საიდანაც: 6 455 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 565, აჭარაში - 534, იმერეთში - 1 332.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 611 პირი, მათ შორის, თბილისში - 615, აჭარაში - 104, იმერეთში - 497. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 362 პირი, მათგან თბილისში - 202, აჭარაში - 39, იმერეთში - 32.

1 121 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 682 - თბილისში, 257 - აჭარაში.

37 232 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 36 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 35, ხოლო აჭარაში - 1.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 41 509 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი