არასამთავრობო ორგანიზაციებმა - ნაციონალური მოძრაობის მთაწმინდის რაიონულ ორგანიზაციასთან მემორანდუმი გააფორმეს, თანამშრომლობის მემორანდუმი, როგორც თავად ამბობენ მიზნად ისახავს მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებისთვის გაერთიანებული ძალებით ბრძოლას.
მათი წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები დედაქალაქის 5 სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ და ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით ბანერები გაშალეს.