ექსპრეზიდენტის მდგომარეობა

04 დეკემბერი 2021, 15:05 467 ნახვა

მიშას გადაყვანა ციხეში მისი სიკვდილის ტოლფასია- ასე აფასებს უკრაინის რადას დეპუტატი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ექსპრეზიდენტის  გადაყვანა რუსთავის ციხეში უახლოეს კვირეებში იგეგმება.

რამდენიმე საათიანი შეხვედრის შემდეგ ლიზა იასკომ განაცხადა, რომ სააკაშვილის მდგომარეობის კუთხით რაიმე სახის პროგრესს ვერ ხედავს და პირიქით ამბობს, რომ ის მძიმედაა, აქვს სისუტე, კანის პრობლემები, რაც ნერვიულობისგანაა გამოწვეული.

იასკოს თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტს კლინიკაში რამდენიმე თვიანი რეაბილიტაცია სჭირდება. რაც შეეხება სააკაშვილის პოლიტიკურ გზავნილებს, ექსპრეზიდენტი საზოგადოებას ბრძოლისკენ და პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

ცოტახანში ექსპრეზიდენტს გორის ჰოსპიტალში ემპათიას დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი მოინახულებს. ასევე ვიზიტი დაგეგმილია მის პირად ექიმთან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში