ფიგურულ ციგურაობაში დღეს სტარტი აიღო აჭარის ჩემპიონატმა. სპორტსმენები ყინულის მოედანზე მოკლე და თავისუფალი პროგრამებით წარსდგებიან. ჩემპიონატს საერთაშორისო დონის არბიტრები ესწრებიან. წარმატებულ მოციგურავეებს საქართველოს მოციგურავეთა ნაკრებში მოხვედრის შანსი მიეცემათ.