პარლამენტში თეა წულუკიანს უსმენენ

03 დეკემბერი 2021, 18:20 656 ნახვა

საქართველოს კულტურის მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას „ამბასადორის” შესახებ პარლამენტარ არმაზ ახვლედიანის კითხვას უპასუხა. ამბობს, რომ როგორც სასტუმრო მოსწონს, თუმცა იქ, სადაც დგას, არის სიმახინჯე. აღნიშნავს იმასაც, რომ საკითხზე მისი მოსაზრება არ არის მნიშვნელოვანი. რადგან ამაზე გადაწყვეტილებას თავად არ იღებს.  მინისტრის საათის ფორმატში  კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს საკანონმდებლო ორგანოში უსმენენ. შეფასებები გაკეთდა როგორც უმრავლესობაში, ასევე ოპოზიციაში. უკრავლესობა მიიჩნევს, რომ მინისტრმა დღეს ყველა პრობლემატურ საკითხზე გაამახვილა ყურადღება და მათი გადაჭრის გზები შესთავაზა საზოგადოებას. ოპოზიცია კი თვლის, რომ მინისტრის დღევანდელი გამოსვლა იყო არა საქმეზე ორიენტირებული, არამედ ემსახურებოდა სამინისტროსგან გახარჯული თანხების გათეთრებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში