ბათუმის სარაგბო კლუბმა დიდი 10-ის გათამაშებაში მორიგი შეხვედრა მოიგო. მე-9 ტურში "ბათუმმა" საკუთარ მოედანზე მოქმედი ჩემპიონი ქუთაისის "აია" დიდი ანგარიშით 43-3 დაამარცხა.
ბათუმელებმა მეტოქეს 7 უპასუხო ლელო დაუდეს. ორ-ორი ლელო ტრაპაიძის და წიკლაურის ანგარიშზეა ,ხოლო თითო ლელო ნინიძემ ,ფერსელიძემ და ურჯუკაშვილმა დადო.
"ბათუმი " 33 ქულით და ერთი გადადებული შეხვედრით დიდი 10 ის ცხრილის პირველ პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ მატჩს ბათუმის სარაგბო კლუბი 18 დეკემბერს საკუთარ მოედანზე ქუთაისის "არესთან" გამართავს.