ხულოში ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა ოპოზიციის გარეშე ჩატარდა

03 დეკემბერი 2021, 14:19 1324 ნახვა

ხულოში, ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა ოპოზიციის გარეშე ჩატარდა.  ''ქართული ოცნების'' წევრებმა თავმჯდომარე და მოადგილეები აირჩიეს. საკრებულოს თავმჯდომარედ რენარ ბოლქვაძე, პირველ მოადგილედ კი ყოფილი თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე დაამტკიცეს.

ამ ეტაპზე დარეგისტრირდა ერთი ფრაქცია ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“.

რაც შეეხება ოპოზიციას, ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა სხდომის დაწყებამდე აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს და განაცხადეს, რომ ''ქართული ოცნების'' ფარსში მონაწილეობას არ მიიღებდნენ.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ასევე ისაუბრეს ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე და მომხდარი კიდევ ერთხელ დაგმეს. 

​სხდომას არ ესწრებოდნენ გიორგი გახარია პარტიის და ,,სტრატეგია აღმაშენებლის'' წარმომადგენლები.

ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომაზე რეგისტრაცია მხოლოდ ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გაიარა, რომელიც დარბაზში რამდენიმე წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, შემდეგ კი შეხვედრა დატოვა.

 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი