გავდივართ კონსულტაციებს, როგორ შეიძლება, ტრანსპორტში მწვანე საშვი იყოს კონტროლირებადი - ჯანდაცვის მინისტრი

02 დეკემბერი 2021, 23:49 941 ნახვა

არ შეიძლება, რეგულაცია დაწესდეს მხოლოდ რეგულაციისთვის, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული რეგულაცია აღსრულებადი იყოს, ტრანსპორტის შემთხვევაში ვხედავთ გარკვეულ პრობლემებს, რომ ეს იქნება მხოლოდ ფიქტიური რეგულაცია, ინტენსიურად გავდივართ კონსულტაციებს, როგორ შეიძლება, ტრანსპორტში ამოქმედებული მწვანე საშვი იყოს უფრო აღსრულებადი და კონტროლირებადი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოში ახალი შტამის დაფიქსირების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან კონტროლი და რეკომენდაციები მნიშვნელოვნად გამკაცრდება.

"საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეიცავს გარკვეულ რისკებს, თუმცა, ასევე აღსანიშნავია, რომ არ შეიძლება, რეგულაცია დაწესდეს მხოლოდ რეგულაციისთვის. მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეული რეგულაცია აღსრულებადი იყოს. ტრანსპორტის შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ გარკვეულ პრობლემებს, რომ ეს იქნება მხოლოდ ფიქტიური რეგულაცია. ამისთვის, ჩვენ ინტენსიურად გავდივართ კონსულტაციებს, თუ როგორ შეიძლება, ტრანსპორტში ამოქმედებული მწვანე საშვი იყოს მეტად უფრო აღსრულებადი და კონტროლირებადი. ჩვენ მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით, რა რეკომენდაციებს გავცემთ და როგორი იქნება შემდგომში რეგულაციები ტრანსპორტთან მიმართებაში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში