თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა PHR-ის სარჩელი, რომელიც კოვიდგადატანილი მოქალაქეებისთვის უვადო "მწვანე პასპორტის" მინიჭებაზე მთავრობის გადაწყვეტილების შეჩერებას ითხოვდა.
ორგანიზაციის განცხადებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
PHR საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკონსტიტუციოში გაასაჩივრებს.