საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ჩაერთვება

12 დეკემბერი 2016, 00:00 2979 ნახვა

საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობის მიღებისგან საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის წარმომადგენლები თავს შეიკავებენ - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის მხრიდან შეთავაზებული წინადადება საკონსტიტუციო კომისიის შექმნის წესის შესახებ არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს. მისივე თქმით, წარმოდგენილი დადგენილების პროექტი ცალსახად მოკლებულია პოლიტიკურ ნდობას და პოლიტიკურ ლეგიტიმაციას, საკითხთა განხილვის დემოკრატიულობას, არ არის ორიენტირებული ფართო კონსენსუსის მიღწევაზე და „აქ მეტი აქცენტია ერთპიროვნულ და ერთპარტიული გადაწყვეტილებების მიღებაზე“. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი