სასამართლო სხდომაზე მომიყვანეს 3 საათით ადრე, ნამდვილად არ მაქვს დრო სარდაფში მოყუჩების - სააკაშვილი 

02 დეკემბერი 2021, 13:44 835 ნახვა

სასამართლო სხდომაზე მომიყვანეს 3 საათით ადრე, სხდომა დაიწყო 45 წუთის დაგვიანებით. მე ნამდვილად არ მაქვს დრო სარდაფში მოყუჩების. მე ვარ პოლიტიკური ლიდერი და ამდენი დრო არ მაქვს - თქვა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. გამოსვლა მან დღევანდელ სხდომაზე მედიის მიმართ მადლობით დაიწყო და თქვა, რომ ცოცხალი რომაა, ჟურნალისტების დამსახურებაა.

''მე არ მივმართავ ამ სასამართლოს. თქვენ ხედავთ, რომ ივანიშვილს ეშინია, მე ველაპარაკო ჩვენს საზოგადოებას და არ ვიცი, რა ვუწოდო იმას, რომ არ მალაპარაკონ და არ მქონდეს შესაძლებლობა, პირდაპირ ველაპარაკო საქართველოს. პირველ რიგში, მინდა, მივესალმო პრესის წარმომადგენლებს. მიმაჩნია, რომ თქვენ ნამდვილი გმირები ხართ. მინდა, დიდი მადლობა გითხრათ იმისათვის, რომ ჯერ ცოცხალი თუ ვარ, ამაში თქვენი ლომის წვლილია. ეს ნამდვილად ასეა და მე ვხედავ რამდენად ადამიანური შეიძლება იყოს ჟურნალისტი და ხანდახან და უბრალოდ ნაკლებად კრიტიკულიც კი, როცა ეს საქმეს ეხება. თუმცა რა თქმა უნდა, კრიტიკა არის ნორმალური და მისაღები.

ეტყობა, თქვენ ბევრი დრო გაქვთ და მე არ მაქვს ბევრი დრო. მე ვარ უმაღლესი ერთ-ერთი თანამდებობის პირი უკრაინის. მე ვარ საქართველოში აქტიური პოლიტიკოსი, ვარ რეგიონალური პოლიტიკური ლიდერი და მაქვს ჩემი პოლიტიკური საქმიანობის დრო. ნამდვილად არ მაქვს დრო ფუჭად ხარჯვის კომედიებზე, 4 საათით ადრე სადღაც სარდაფში მოყუჩების და კარგად დამწნილების.

მ​ომიყვანეთ ხოლმე დროზე, როცა არის დრო და ყველა გამოცხადდეს დროზე, რადგან პირველ რიგში, ეს არის საზოგადოების პატივისცემა, იმ საზოგადოების, რომელიც გარეთ არის ახლა, რომელიც მონიტორებთან არის. ამ ხალხს სჭირდება პატივისცემა და არა ასე მოპყრობა. ძალიან შეეჩვია ვიღაცები საქართველოს საზოგადოებასთან აგდებულად მოპყრობას, რომ საქართველოს საზოგადოება ყველაფერს მიიღებს. მე, როგორც ერთ-ერთი წევრი, მართალია, უკრაინის მოქალაქე, მაგრამ ასევე საქართველოს საზოგადოების, არ ვიღებ, რომ 4 საათი სადღაც დამაყუდონ რაღაც სარდაფში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი