ბინძურო მატყუარა - მიხეილ სააკაშვილი საქმის პროკურორს 

02 დეკემბერი 2021, 13:07 2120 ნახვა

მიხეილ სააკაშვილს ადვოკატებმა ''პიჯაკების საქმის'' სასამართლო სხდომაზე პიჯაკები მიიტანეს. 

სხვისი ნახმარი პიჯაკების ტარებას გირჩევნიათ, ის 9 მილიონი ზარალი აანაზღაუროთ, რაც ბიუჯეტის მიმართ არსებობს - უთხრა უფლებადამცველებს გიორგი მუჯირმა. პროკურორმა წინა ხელისუფლება 26 მაისს ხალხის დასახიჩრებაში დაადანაშაულა. 

მიხეილ სააკაშვილის და თემურ ჯანაშიას ბრალდების საქმეზე პროცესი ხმაურით მიმდინარეობს. მხარეები პროკურორების აცილების შუამდგომლობაზე კამათობენ.

ადვოკატებისთვის გაუგებარია, რატომ ახსენა პროკურორმა გიორგი მუჯირმა ინტერვიუში 26 მაისის საქმე, სადაც ის ამ საქმეში დაზარალებულ მოქალაქეებზე საუბრობდა.

,,ბინძურო მატყუარა,'' - ამ სიტყვებით კი საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა საქმის პროკურორს არჩილ ტყეშელაშვილს მიმართა. ეს სიტყვები ყოფილმა პრეზიდენტმა პროკურორს მას შემდეგ უთხრა, რაც ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ლოზუნგი იყო „მეტი დაკავებული, მეტი პრემია".

ბექა ბასილაიას განმარტებით, პროკურორების, გიორგი მუჯირის და არჩილ ტყეშელაშვილის ამოცანაა, საქმის ირგვლივ პოლიტიკური აზრის ფორმირება და ამ შემთხვევაში ისინი არა მბრალდებლები, არამედ ხელისუფლების პროპაგანდისტები არიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი