2 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 731 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 72 პაციენტი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 4295 პირი.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 7,37 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,78 პროცენტი.
გუშინ საქართველოში 50 626 ტესტი ჩატარდა.