არასამთავრობო ორგანიზაციამ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” სასამართლოში გაასაჩივრა კოვიდ გადატანილებისთვის უვადო “მწვანე სტატუსის” მინიჭება. მოსარჩელეები თბილისის საქალაქო სასამართლოს სთხოვენ, გამოსცეს დროებითი ღონისძიება, რომელიც მთავრობას “მწვანე პასპორტებთან” დაკავშირებით “სამეცნიერო მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების” მიღებას დაავალებს. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნულ ჯგუფსაც აქვს რეკომენდაცია, რომ გადაიხედოს კორონავირუსის გადატანის შემდეგ უვადო “მწვანე პასპორტის” იდეა და ის იყოს შემცირებული 6 თვემდე.