პოლიცია სკოლის სარდაფში ნარკოტიკების გამოყენების ფაქტებს სწავლობს

03 მარტი 2020, 17:18 3647 ნახვა

დღეს, ცნობილი გახდა, რომ ქუთაისში, მე-5 საჯარო სკოლის სარდაფში ერთჯერადი მოხმარების შპრიცები და მსუბუქი ნარკოტიკული ნივთიერების, მარიხუანის მოსაწევი ინვენტარი აღმოაჩინეს. ინფორმაცია სოციალური ქსელით გავრცელდა. 

სკოლის სარდაფში, ბლომად იპოვეს შპრიცები, ბოთლები და სხვა მასალები, რომელიც სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალების მიღებისთვის გამოიყენება. ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროს შეატყობინეს და ​საგამოძიებო მოქმედებებიც დაიწყო. 

სკოლის დირექტორმა, ნატო ბედელიანი "მთავარ არხთან" ამბობს, რომ არაფერი არ ხდება მის სკოლაში, ასეთი კადრები კი ნებისმიერი სკოლის სარდაფში შეიძლება დახვდეს... " - ამბობს, რომ სარდაფი დაუცველია და ზაფხულში 112 ბევრჯერ ჰყავდა გამოძახებული იმის  გამო, რომ იქ ლუდის და სხვა სასმელების ბოთლები ხვდებოდა. 

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 272-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 160-დან 220 საათამდე.

 

ფოტო: kutaisipost.ge

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი