ბათუმის ბულვარი შტორმის შემდეგ 

01 დეკემბერი 2021, 16:27 5681 ნახვა

შავი ზღვის სანაპიროზე შტორმია. 

ბათუმში, ახალი ბულვარის პრომინადზე ტალღები გადმოდის. ძლიერმა შტორმმა, ახალი ბულვარის სანაპირო ზოლის რამდენიმე მონაკვეთი ქვიშითა და ქვა-ღორღით დაფარა. ძლიერი ღელვის შედეგად სასეირნო ბილიკზე ამოყრილია დიდი რაოდენობის ქვიშა და ნატანი. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

''ბათუმის წყლის'' ინფორმაციით, ამ ეტაპზე ზღვაში გამავალი არხები იწმინდება. 

''შტორმის დროს გარკვეული პრობლემები შეიქმნა, თუმცა არხები იწმინდება, ამ ეტაპისთვის ცხელ ხაზზე მოქალაქეების შეტყობინება არ შემოსულა. ყოველი გაწვიმების დროს პრომინადი არ იტბორება, ეს არის ქარის და შტორმის დროს. დასუფთავება და შესაბამისი რეაგირება მოხდება,  როცა ამინდი ამის საშუალებას მოგვცემს'' - განაცხადა ''ბათუმის წყლის'' დირექტორმა. 

აჭარაში წვიმიანი ამინდი ხვალაც შენარჩუნდება.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, ბათუმის ახალი ბულვარი ძლიერი წვიმის დროს რამდენჯერმე დაიტბორა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში