თურქული ლირა რეკორდულად გაუარესდა

01 დეკემბერი 2021, 14:01 1296 ნახვა

თურქული ლირა დოლართან მიმართებით რეკორდულად გაუფასურდა. პირველ დეკემბერს ერთი ამერიკული დოლარი 14 თურქული ლირა ღირდა.

წლის დასაწყისიდან დღემდე, თურქეთის ეროვნული ვალუტა 45%-ით გაუფასურდა. მხოლოდ ნოემბერში ლირა დოლართან მიმართებით 28%-ით გაიაფდა.

ლირის გაუფასურებას თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის  მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას უკავშირებენ, რასაც ეკონომისტების ნაწილი არ ეთანხმება.თურქეთის ლიდერი არჩეული კურსის გადახედვას არ აპირებს.

ვალუტის გაუფასურების ფონზე თურქეთში ინფლაცია 20%-ს აღწევს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში