ახალი შტამის გავრცელების ალბათობა არსებობს, რადგან ხალხი მოგზაურობს, შტამი მარტივად მიგრირებს - თამარ გაბუნია

01 დეკემბერი 2021, 13:25 1297 ნახვა

ახალი შტამის გავრცელების ალბათობა არსებობს, რადგან ხალხი მოგზაურობს, შტამი მარტივად მიგრირებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

თამარ გაბუნიას განცხადებით, მისი უწყება კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან კონსულტაციებს გადის.

„ამ რისკებისგან ჩვენ დაცული არ ვართ, რადგან ყველა ეპიდუსაფრთხოების წესი, რომელიც უნდა მუშაობდეს, ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული. დამატებით რეკომენდაციებზე, კონსულტაციები გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. როგორც კი იქნება რეკომენდაციები, ამაზე ვიმუშავებთ.

6 დეკემბერს არის ერთი კონსულტაცია ჩანიშნული, მომდევნო კვირის განმავლობაში დამატებითი ინფორმაცია იქნება გავრცელებული და ამას გავიზიარებთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი