''შენი იდეა ბათუმს'' - ხმის მიცემა დღეს დასრულდება

01 დეკემბერი 2021, 11:01 822 ნახვა

„შენი იდეა ბათუმს“  - ხმის მიცემის პროცესი  დღეს დასრულდება.   ბათუმში რეგისტრირებულ მოქალაქეებმა ხმა 21-დან სამ სასურველ პროექტს  დღეს  12 საათამდე ვებ გვერდზე idea.batumi.ge-ზე უნდა მისცენ. 

პროექტის მიზანი  მოქალაქეების მიერ  ბათუმის  მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების განკარგვაა საზოგადოების საჭიროებიდან ან თუნდაც მათი გართობის მიზნით. 

ხმის შედეგები და  გამარჯვებული იდეა 10 დეკემბრამდე  გახდება ცნობილი. 

გამარჯვებულად ჩაითვლება ის იდეა ან იდეები, რომლებიც  საერთო ხმების 20 პროცენტს მიიღებენ.

მოქალაქეეის მიერ მხარდაჭერილი იდეა მილიონი ლარით დაფინანსდება. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში