პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 4 კანდიდატს და პარლამენტს მათი არჩევის რეკომენდაციით მიმართა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად უვადოდ ასარჩევი გენადი მაკარიძის, თამარ ოქროპირიძის, ნინო სანდოძის და თეა ძიმისტარაშვილის კანდიდატურებს კენჭს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს უყრიან.