ხვალიდან შრომის ინსპექცია აღსრულებას დაიწყებს თუ რამდენად არის დანერგილი კოვიდ აპლიკაცია სხვადასხვა ობიექტზე - ბექა ფერაძე

30 ნოემბერი 2021, 21:48 2770 ნახვა

ხვალიდან შრომის ინსპექცია აქტიურად დაიწყებს შემოწმებას, თუ რამდენადაა კოვიდაპლიკაცია დანერგილი შესაბამის დაწესებულებებში. პირველი დღეები იქნება სარეკომენდაციო ხასიათის და ჩვენ დავეხმარებით როგორც ბიზნესსუბიექტებს, ასევე მოქალაქეებს, რომ გადმოწერონ და მიიღონ სერვისები,  - ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, თუ რომელიმე ობიექტი "მწვანე ბარათების“ კონცეფციას არ დანერგავს პირველ ეტაპზე სანქცია ფიზიკური პირებისთვის 2000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირების მიმართ 10 000 ლარი იქნება. 

"შრომის ინსპექცია ხვალიდან დაიწყებს აღსრულებას შესაბამისი კოვიდ აპლიკაცია რამდენად არის დანერგილი სხვადასხვა ობიექტზე. პირველი დღეები იქნება სარეკომენდაციო ხასიათის და ჩვენ დავეხმარებით როგორც ბიზნეს ობიექტებს ასევე მოქალაქეებს, რომ მათ შეუფერხებლად გადმოწერონ ის სერვისები, რაც გავრცელებულია მოქმედი კანონმდებლობით.

რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უწყებებთან ერთად აღვასრულებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, რაც დადგენილებით არის გათვალისწინებული. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ რომელიმე ობიექტი არ დანერგავს „მწვანე ბარათების“ კონცეფციას, პირველ ეტაპზე სანქცია გათვალისწინებული იქნება ფიზიკური პირებისთვის 2000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირების მიმართ სანქცია გათვალისწინებულია 10 000 ლარის ოდენობით. განმეორება იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, როგორც ეს გათვალისწინებულია იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის" - განაცხადა ფერაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი