ასოცირების შეთანხმებათა სრული პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ და თანამშრომლობა ყველა მიმართულებით უნდა გავაძლიეროთ -

30 ნოემბერი 2021, 21:45 749 ნახვა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება.

ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ ასოცირებული ტრიოს ქვეყნებმა და ევროკავშირმა შეთანხმებათა სრული პოტენციალი უნდა გამოიყენონ და თანამშრომლობა ყველა მიმართულებით უნდა გააძლიერონ.

"მოხარული ვარ, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პრემიერ-მინისტრებს შევხვდი. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ასოცირების შეთანხმებათა სრული პოტენციალი და ჩვენი თანამშრომლობა ყველა მიმართულებით გავაძლიეროთ. მოუთმენლად ველი მოახლოებულ სამიტს, რომელიც ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორობას”, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრები ევროკავშირში უმაღლესი დონის შეხვედრებს მართავენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში