ირანში ფერმერები წყლის დეფიციტს აპროტესტებენ

30 ნოემბერი 2021, 14:17 694 ნახვა

ირანის ქალაქ ისპაანში ფერმერები გაიფიცნენ. ისინი ქვეყანაში ძლიერი გვალვის  გამო  წყლის დეფიციტს  აპროტესტებენ. 

ადგილობრივმა პოლიციამ ქალაქში პატრულირება დემონტრანტების დარბევის შემდეგ დაიწყო, რომლებმაც ზაიენდერუდის მდინარესთან კარვების ბანაკი გაშალეს. 

ათობით დემოსნტრანტი, რომლებიც სკანდირებდნენ „სიკვდილი დიქტატორს“ და „ჩვენი პოლიცია- ჩვენი სირცხვილა“, დააკავეს.  მღელვარების ფონზე ირანის პრეზიდენტმა  იბრაჰიმ რაისმა  პრობლემის მოსაგვარებლად სპეციალური კომიტეტის შექმნა ბრძანა. 

ირანის ენერგეტიკის მინისტრმა გასულ კვირას ისპაანის ფერმერებს ბოდიში მოუხადა და პრობლემის გადაჭრას დაჰპირდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში