სტამბოლში ქარიშხლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა

30 ნოემბერი 2021, 11:02 938 ნახვა

სტამბოლში ქარიშხლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაშავებულებს სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები აღენიშნებათ. წაქცეულია ხეები და ათეულობით შენობას სახურავი გადაეხადა.

ქარიშხლის გამო ბოსფორის სრუტეში გემების მიმოსვლა დროებით შეწყდა, ამავე მიზეზით სტამბოლის აეროპორტში რამდენიმე რეისის მიღება ვერ შეძლეს.

სტიქიის დროს ქარის სიჩქარე სტამბოლში 129 კმ/სთ-ს აღწევდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში