მიმდინარე სეზონის ბათუმის "დინამოს" ბოლო მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო.
3 დეკემბერს ბათუმელები საკუთარ მოედანზე 36-ე ტურის მატჩში გორის "დილას" უმასპინძლებს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.
სატურნირო თვალსაზრისით შედეგს ორივე გუნდისთვის მნიშვნელობა არ გააჩნია. რადგან ბათუმელებმა ჩემპიონობა 2 ტურით ადრე მოიპოვეს. გორელებმა კი მესამე ადგილი და კონფერენენც ლიგის საგზური გაინაღდეს.
მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
ბილეთის ფასი 5 ლარი არის.
მატჩზე დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:მატჩის ბილეთი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა. აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.
სტადიონს კარები მატჩამდე 2 საათი ადრე 17:00 საათზე გაიღება.