ცესკოში აღებული პრემიები და ხელფასები-მონიტორინგის შედეგები

10 მაისი 2016, 00:00 4963 ნახვა

ცესკო-ს ხელმძღვანელი პირებისა და წევრების მიერ მიღებული პრემიებისა და დანამატების ოდენობა რიგ შემთხვევებში 200%-ს აღემატება--2011-2015 წლებში ცესკო-ს თანამშრომელთა საქმიანობის ანაზღაურების მონიტორინგის შედეგებს ორგანიზაცია "სამართლიანი  არჩევნები” აქვეყნებს. პრეზიენტაციაზე ითქვა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეების მიერ მიღებული პრემიისა და დანამატების ჯამური რაოდენობა მათ თანამდებობრივ სარგოს უტოლდება. მაგალითად, თამარ ჟვანიას 2013 წლის სექტემბრიდან 2015 წლის ნოემბრის ჩათვლით ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 329 ათას 520  ლარი.  აქედან პრემია  66 ათას 762 ლარია. ხოლო სახელფასო დანამატი კი  97 ათას 635 ლარი.

ამავე კატეგორიაში