პარტიას არ ვტოვებ, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნებში არ მივიღებ მონაწილეობას - თეონა აქუბარდია

13 აგვისტო 2025, 15:17 118 ნახვა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, თეონა აქუბარდიას თქმით, ის პარტიას არ ტოვებს, თუმცა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ აქუბარდიამ „რადიო თავისუფლებასთან“ ისაუბრა, რითაც უპასუხა დღეს გავრცელებულ ინფორმაციას მისი პარტიიდან წასვლის შესახებ.

აქუბარდია განმარტავს, რომ მისი მთავარი ინტერესი და საქმიანობის სფერო ყოველთვის ეროვნული უსაფრთხოება იყო. რის გამოც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.

„ტვ იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეონა აქუბარდიამ გიორგი გახარიას პარტია დატოვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი