„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი გამოცხადდა.
კანონმდებლობის მიხედვით, განცხადება ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ ვებგვერდებზე.
განაცხადების მიღება 11 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ტელევიზიის დირექტორი ახლა ვლადიმერ ტატიშვილია, რომელიც 2022 წლის ნოემბერში აირჩიეს.