აჭარაში კოვიდის 105 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი

29 ნოემბერი 2021, 10:46 806 ნახვა

29 ნოემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 105 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 130 ადამიანი. 

რეგიონის კოვიდმიმღებ ცენტრებში მკურნალობას გადის 1800 პირი. Covid კლინიკებში 507, Covid სასტუმროებში 238, ხოლო ონლაინ კლინიკაში 1055.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყველაზე მეტი 1015 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა. 

გუშინ საქართველოში 20 068 ტესტი ჩატარდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი