საქართველოში კორონავირუსის 1954 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 47 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 4477 პირი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 068 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 613 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 455 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.74%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.0% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.04%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 954 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 015 შემთხვევა, აჭარა - 105, იმერეთი - 313, ქვემო ქართლი - 97, შიდა ქართლი - 85, გურია - 43, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 106, კახეთი - 84, მცხეთა-მთიანეთი - 46, სამცხე-ჯავახეთი - 49, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 44 606.