აჭარის კულინარიულ გზამკვლევში 80-მდე აჭარული კერძის შეტანა იგეგმება

27 ნოემბერი 2021, 15:34 868 ნახვა

აჭარის კულინარიულ გზამკვლევში  80-მდე აჭარული კერძის შეტანა იგეგმება. წიგნში, რომელზეც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მუშაობს, ნაკლებად ცნობილი და მივიწყებული აჭარული კერძების, დესერტებისა და წასახემსებლების რეცეპტები, ფოტოები და კერძთან დაკავშირებული ტრადიციები განთავსდება.

კულინარიული ექსპედიციისას ჩატარებულმა კვლევამ ისეთი კერძებისა და დესერტების გაცოცხლებას შეუწყო ხელი, რომლებსაც ადგილობრივებიც აღარ იცნობენ და იყენებენ კვებისას. კულინარიული გზამკვლევი ერთის მხრივ აჭარის მრავალფეროვანი კერძების პოპულარიზაციას, მეორეს მხრივ კი მათ მენიუებში შეტანას შეუწყობს ხელს. წიგნი წლის ბოლომდე გამოიცემა და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი