ენმ „ოცნებას“ ძალაუფლების მიტაცებაში ადანაშაულებს

27 ნოემბერი 2021, 15:24 851 ნახვა

''ქართულმა ოცნებამ“ და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას ერთხელ უკვე მოპარეს არჩევნები საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას და ამჯერად, ისინი ახდენენ არჩევნების შედეგების გადაწერას საკრებულოებში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ბეჟაშვილი ბათუმის მარტვილისა და ზუგდიდისა  საკრებულოებთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა ხელისუფლების მიტაცების ფაქტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე. მისივე თქმით, მაშინ, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტი ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული და სახელმწიფო ბიუჯეტი არის ძირითადი წყარო ადგილობრივი ბიუჯეტების ფინანსებისა, „ხელისუფლების მოქმედება, რომ ვადაგასულ საკრებულოებს დაემტკიცებინათ ბიუჯეტი, არის ხელისუფლების მიტაცების ფაქტი“.

ბეჟაშვილის განცხადებით, არგუმენტი, რომ ძველ საკრებულოებს უნარჩუნდებათ უფლებამოსილება ახალი საკრებულოების შეკრებამდე, არის არარელევანტური.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი