საქართველო და უკრაინა არიან ახლო და უაღრესად ღირებული პარტნიორები, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა. იენს სტოლტენბერგის თქმით ბრიუსელში ორდღიან საგარეო საქმეთა მინისტერიალზე სხვა საკითხებთან ერთად განიხილავენ სიტუაციას საქართველოსა და უკრაინაში.
ასევერუსეთის სამხედრო მობილიზებას უკრაინაში, ბელარუსის საზღვრის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, რეფორმების გატარება მნიშვნელოვანია, რადგან ეს საქართველოს ნატო-ში წევრობასთან დაახლოებაში ეხმარება და ორივე ასპირანტ ქვეყანას ძლიერ ქვეყნებად აქცევს.