ჯანმო კორონავირუსის ახალ შტამს შემაშფოთებელს უწოდებს

27 ნოემბერი 2021, 12:25 736 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ახალ შტამს კლასიფიკაცია - "შემაშფოთებელი" მიანიჭა.ახალი შტამის B.1.1.529-ის სახელია "ომიკრონი". "ამ ვარიანტს აქვს მუტაციების დიდი რაოდენობა, რომელთაგან ზოგიერთი შეშფოთებას იწვევს.

წინასწარი მტკიცებულებებით სავარაუდოა, რომ არსებობს ამ ვარიანტებით ხელახალი ინფიცირების მეტი რისკი, სხვა მსგავს შტამებთან შედარებით. ამ ვარიანტის შემთხვევების რიცხვი იზრდება სამხრეთ აფრიკის თითქმის ყველა პროვინციაში,"- აცხადებენ ჯანმოში.

ჯანმო-ს კლასიფიკაციის მიხედვით, კორონავირუსის მხოლოდ ოთხი შტამია კლასიფიცირებული, როგორც "შემაშფოთებელი": "ალფა" "ბეტა" "გამა" და "დელტა". რომელიც ახლა დომინანტი შტამია მსოფლიოში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი