მიხეილ სააკაშვილი ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მიმართავს ავრცელებს:
"ვუყურებ ახლა ბათუმში მუსიკალური სკოლისთვის ჩემი და ლევანის აშენებულ შენობას, სადაც ოცნებამ უმაღლესი საბჭო შეასახლა. ბათუმის მერია - გიორგი კირთაძე, ახლა ჩვენი და მათ შორის ჩემი, საამაყო ქალაქი ყაჩაღების ბანდის ხელშია.
ზუგდიდის მერია ანზორ მელია და ეს მდგომარეობა სულ მალე აღდგება.
ახლა მთავარია გავზარდოთ მასობრიობა, ბეტონის კედლად დავუდგეთ წინ მოძალადეებს - გაუჩერებელი აქტიურობა და ამათ აუცილებლად ჩამოვანგრევთ. თავისუფლების იდეას ესენი ვერ ჩაკლავენ", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.