ხმაურია ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც ოპოზიცია საკრებულოს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას აპროტესტებს. პოლიციამ ადგილზე 2 პირი დააკავა.
ოპოზიციის წარმომადგენლები შენობის გარეთ სპეციალური საშუალებით წარწერების გაკეთებას ცდილობენ, რის უფლებასაც მათ პოლიცია არ აძლევს.
შენობაში ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრა მიმდინარეობს, საიდანაც ოპოზიციის წარმომადგენლები, ცოტა ხნის წინ, პოლიციამ გამოიყვანა.