მირდატ ქამადაძემ საკრებულოს დარბაზში ნივთიერება გაუშვა, რომელსაც სპეციფიური სუნი აქვს - სხდომა შეწყდა 

26 ნოემბერი 2021, 11:37 1620 ნახვა

ბათუმის საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. სხდომათა დარბაზში ფეკალიების სუნია, მირდატ ქამადაძემ დარბაზში სპეციალური სითხე შეასხა.

„მე ახლა გავუშვებ სუნიან ნივთიერებას დარბაზში და აქ ვერავინ გაჩერდებით. ხელთ მიჭირავს ნივთიერება, რომელიც არის სრულიად უწყინარი, მაგრამ აქვს ისეთი სუნი, რომ აქ ვეღარ გაჩერდებით” - განაცხადა ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრმა. 

ოპოზიციონერ დეპუტატს აღნიშნული ქმედების გამო სხდომათა დარბაზი დაატოვებიეს.

"მე დღეს სხდომაზე მივესალმე საბჭოთა სოციალისტურ ბათუმს, რომელსაც არავითარი კავშირი  ელემენტარულ სამართლიანობასთან არ აქვს. ეს არის სამარცხვინო ხალხი, რომელიც მთელი ცხოვრება რეჟიმის ხალხს გვეძახდა, სულიკო თებიძეს ემსახურება ეს ხალხი. არჩევნებს აუქმებენ, არავინ არ განმიმარტა რატომ გამომიყვანეს ძალის გამოყენებით, სხდომაზე შესვლას ვაპირებდი და კი ნახეთ რაც მოხდა. ჩემი ნებისმიერი ქმედება არასოდეს გაცდენილა კანონის ჩარჩოებს და არც გაცდება" - განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

სამართალდამცავებმა საკრებულოს შენობიდან გაიყვანეს ოპოზიციონერი დეპუტატები ელგუჯა ბაგრატიონი და ლევან ანთაძე.

საკრებულოს სხდომათა დარბაზისკენ მიმავალი დერეფანი ჩაკეტილი აქვთ დაცვის პოლიციის თანამშრომლებს.

მთავარ ფინანსურ დოკუმენტს წინა მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა ამტკიცებს, ამას კი ოპოზიცია კანონდარღვევად მიიჩნევს და აპროტესტებს. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ და შენობაშიც მობილიზებულია პოლიცია.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი