უნდა მოვამზადოთ ერთი დიდი საერთო ეროვნული აქცია დეკემბერში - მიხეილ სააკაშვილი

25 ნოემბერი 2021, 14:06 1151 ნახვა

მოგიწოდებთ მრავალი სხვადასხვა აქციისკენ, უნდა მოვამზადოთ ერთი დიდი საერთო ეროვნული აქცია დეკემბერში, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილს წერილში, რომელიც მის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.

მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს 29-ში ჩანიშნულ პროცესზე სასამართლოსთან შეიკრიბონ.

„რაც შეეხება ჩემს გუშინდელ პოსტს – იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში შეიქმნება ჩემი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი. ამავე დროს, ველი და ზუსტად ვიცი, რომ ამ მიმართულებით ისეთივე ძალით გააგრძელებს აქტიურობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მადლობელი ვარ სხვა პარტიების და პიროვნებების მხრიდან აქტიურობის და ეს გარდაუვლად გამოიწვევს საზოგადოების ფართო ფენების აქტიურობის ტალღას. მოგიწოდებთ მრავალი სხვადასხვა აქციისკენ და უნდა მოვამზადოთ ერთი დიდი საერთო ეროვნული აქცია დეკემბერში.

29-ში ჩანიშნულ „სასამართლო“ პროცესზე გთხოვთ, რომ შეიკრიბოთ სასამართლოსთან. ეს იქნება პირველი შესაძლებლობა პირდაპირი მიმართვის ბოლო ორ თვეში. ყველამ ვიცით, რომ სასამართლო ფარსია, მაგრამ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი შეხვედრის ადგილად“,- აღნიშნულია სააკაშვილის წერილში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი